კრეატორ ჰაბი კომპანიებისთვის
თუ შენი აქციის, პროდუქტის, კამპანიის შესახებ მიზნობრივ აუდიტორიამდე ხმის მიწვდენა გინდა, კრეატორ ჰაბი დაგეხმარება. ჩვენ ვაერთიანებთ ათობით კონტენტ კრეატორს Tiktok-სა და Instagram-ზე და შეგვიძლია ორგანულად მივწვდეთ ზუსტად იმ ადამიანებს, ვისაც შენი პროდუქტი დააინტერესებს.
1
კონტენტ და ინფლუენსერ მარკეტინგი: ტიკტოკ და ინსტაგრამ აუდიტორია
კრეატორ ჰაბთან ურთიერთობა უმარტივესია:
1. თუ გაქვს კამპანია, რომელსაც წყალივით სჭირდება ტიკტოკზე ან ინსტაგრამზე რეპრეზენტაცია, მოდიხარ და გვაძლევ ბრიფს.
2. ჩვენ ვაკეთებთ კრეატორების მეფინგს, და ბიუჯეტთან შეფარდებაში გთავაზობთ განთავსების საუკეთესო ვარიანტს.
3. შენ გვევაჭრები, ან თანხმდები, და იწყება სამუშაო პროცესი. კრეატორები იღებენ დავალებას, და შეთანხმებულ ვადებში აქვეყნებენ ვიდეოებს საკუთარ მრავალრიცხოვან არხებზე.
4. კრეატორ ჰაბი კამპანიის დეტალურ რეპორტს გაბარებს და (იმედია) ყველა მხარე ბედნიერები ვრჩებით.
2
Tiktok და Instagram ფილტრების/თამაშების დამზადება
ფილტრები ტიკტოკისა და ინსტაგრამის მნიშვნელოვანი იარაღია, რომელსაც კომპანიები ხშირად იყენებენ საკუთარი პროდუქტის/კამპანიის მეტი ხილვადობისთვის. კრეატორ ჰაბი დაუპარტნიორდა ვირტუალური რეალობის შემქმნელ სტარტაპს, A.R. Geek-ს. გიკების ანგარიშზე რამდენიმე ვირუსული Instagram და Tiktok ფილტრი და თამაშია. A.R. Geek-ის გაცნობა ინსტაგრამზე შეგიძლია, დასაკონტაქტებლად ან ინსტაგრამის მესინჯერი, ან კრეატორ ჰაბის მეილი გამოგადგება: hello@creatorhub.ge
3
ღონისძიებები და მათი ხილვადობა
თუ ღონისძიებას გეგმავ და გინდა, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს მის შესახებ, ან კონკრეტულად შენი მიზნობრივი აუდიტორიის შესაბამისი კონტენტ კრეატორები მოიწვიო, ან თუნდაც ეს ღონისძიება მთლიანად გადააბარო სანდო ხელს, შეგვიძლია დაგეხმაროთ: კრეატორ ჰაბი თანამშრომლობს გამოცდილ ივენთ-მენეჯერთან, სალი ბაქრაძესთან, რომლის პორტფოლიოშიც შეხვდებით ისეთ კომპანიებს, როგორიცაა . სალისთან დაკავშირება ამ მეილზე შესაძლებელი: Sallybaqradze@gmail.com, ჩვენგან განსხვავებით, ტელეფონისაც არ ეშინია: +995574173575 ან ჩვენ მოგვწერე და დაგამეგობრებთ: hello@creatorhub.ge
4
მედიაგანთავსება
თუ შენი კამპანია მხოლოდ ტიკტოკით და ინსტაგრამით არ შემოიფარგლება და გინდა, ერთ-ერთ უდიდეს ქართულ მედიაპორტალზე იყო წარმოდგენილი, კრეატორ ჰაბის უახლოესი მეგობრებისკენ, On.ge-სკენ გაგიკვალავთ გზას. აქ პარტნიორობის ბევრი ფორმატია შესაძლებელი: სპეციალურად შენთვის შექმნილი გასართობი ქვიზი, ნეითივ სტატია, ფასიანი განთავსება თუ ონჯის მრავალრიცხოვანი ჯგუფებისა და სოციალური მედიის პლატფორმების გამოყენება. თუ დაინტერესდები, შეგიძლია მისწერო: m.gagua@on.ge, ან დაეკონტაქტო კრეატორ ჰაბის გავლით: hello@creatorhub.ge
5
მეგობრობა
თუ აქ შემთხვევით მოხვდი, უბრალოდ შეგიძლია გვემეგობრო კიდეც.
-
შეიძლება ენდომეტრიოზი გაქვს, ამაშიც დაგეხმარებით, ნათმა სპეციალურად შენთვის ბლოგიც გააკეთა: ცხოვრება ენდომეტრიოზით: endo.ge

მოდი, ვიმუშაოთ ერთად
თუ მეტი დეტალები გაინტერესებს ან უკვე იცი, რაში შეიძლება გამოვადგეთ ერთმანეთს, მოგვწერე მეილზე hello@creatorhub.ge