top of page

აქ რა ხდება?

სად ვარ?

კეთილი იყოს შენი ვირტუალური ფეხი კრეატორ ჰაბში. აქ ციფრული ამბის მთხრობელები: კონტენტ კრეატორები, ბლოგერები, ინფლუენსერები ერთიანდებიან, ვითარდებიან, ზრდიან თავიანთ აუდიტორიას და პოულობენ პარტნიორებს. 

 

 

რა ხდება?

კრეატორ ჰაბის მთავარი მიმართულება ტიკტოკისა და ინსტაგრამის კონტენტია. აქ გაწევრიანებით საშუალება გეძლევა, მიიღო შენთვის საჭირო ტრენინგები, ქოუჩინგი. აქ შეძლებ შენი ციფრული არხების ზრდასა და შემოსავლის მიღებას. 

 

 

ვის ადარდებს?

კრეატორ ჰაბის პარტნიორი კომპანიები მუდამ ეძებენ კრეატორებს, რომლებიც მათი ახალი კამპანიების შესახებ მიზნობრივ აუდიტორიას მოუყვებიან. ჰაბის მთავარი მოტივაცია სწორედ ამ კომპანიებისა და კრეატორების ერთმანეთთან დაკავშირებაა.

 

 

სტანდარტული ინფლუენსერ მარკეტინგისგან განსხვავებით, ჰაბის წევრები იღებენ ცოდნასა და მენტორშიფს საკუთარი არხების გასაზრდელად. და მერე ამ გაზრდილი არხების მონეტიზაციაც იოლად ხდება :) 

 

 

რა ღირს?

მართლა რა ღირს?

კრეატორისთვის ჰაბში გაწევრიანება სრულიად უფასოა. კომპანიებთან პარტნიორობაზე შეთანხმება, მენტორშიფი თუ არხების განვითარება კი ინდივიდუალური პირობებით ხდება. დანარჩენს ყველაფერს პირადად აგიხსნით :) 

 

 

bottom of page